საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშარიას მემორიალი

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 8 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ქეთევან მუხაშარიას მემორიალი გაიმართება.

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდება 2 კატეგორიად:

კატეგორია A: ქალთა ტურნირი, რომელთაც არ გააჩნიათ ფიდეს რეიტინგი და ფედერაციის მიერ ნომინირებული მონაწილეები;

კატეგორია B: ბლიც ტურნირი 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის;

ტურნირები გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  ორგანიზატორი.  

მონაწილენი:

საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები.

დროის კონტროლი: ორივე კატეგორიაში თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 5 წამის დამატებით;

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: https://forms.gle/5kTAokHj8Jpxcf6j7

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2024 წლის 7 მარტი, 19:00 საათი.

რეგისტრაციის  ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს  მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

ტურნირის განრიგი:

გახსნა  8 მარტი12:30 სთ.
I     ტური     8 მარტი13:00 სთ.
II    ტური     8 მარტი13:20 სთ.
III   ტური     8 მარტი13:40 სთ.
IV   ტური     8 მარტი14:00 სთ.
V    ტური     8 მარტი14:20 სთ.
VI   ტური     8 მარტი14:40 სთ.
VII   ტური     8 მარტი15:00 სთ.
დახურვა     8 მარტი15:30 სთ.

გამარჯვებულები:

A და B ტურნირში I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან  მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ჩემპიონი აგრეთვე  თასით.

ტურნირის  დირექტორი:  საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია