12 იანვარსს, ჩეხეთის დედაქალაქში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ‘Prague Open 2024’.
ღონისძიება შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდა 38 ქვეყნის 248 მოჭადრაკე, მათ შორის საქართველოდან წარმოდგენილი იყო 14 სპორტსმენი.
- ანასტასია კირთაძე (9-დან 7 ქულა)
- ბაჩანა მორჩიაშვილი (9-დან 6.5 ქულა)
- ლილე ქორიძე (9-დან 6 ქულა)
- ვასიკო შაპოვალოვი (9-დან 6 ქულა)
- მარიამ დოლაკიძე (9-დან 6 ქულა)
- კესარია მგელაძე (9-დან 5.5 ქულა)
- მარიამ ცეცხლაძე (9-დან 5.5 ქულა)
- გიორგი ელაშვილი (9-დან 5 ქულა)
- გაბრიელ გაბადაძე (9-დან 5 ქულა)
- მარიამ გვათუა (9-დან 4.5 ქულა)
- გაგა გვასალია (9-დან 4 ქულა)
- დავით თათვიძე (9-დან 4 ქულა)
- მარიამ სიჭინავა (9-დან 4 ქულა)
- ლულუ დიასამიძე (9-დან 3.5 ქულა)
აღსანიშნავია ანასტასია კირთაძის წარმატებული ასპარეზობა, რომელმაც 9-იდან 7 ქულა დააგროვა და ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა, ხოლო ვაჟთა შორის IV-VI ადგილი გაინაწილა!