საახალწლო ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ‘’ბათუმის თასი 2023’’-ის გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 23-24 დეკემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საახალწლო ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ‘’ბათუმის თასი – 2023’’ გაიმართა.

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდა ღია და ასაკობრივ კატეგორიებში: 8,10 და12 წლამდე.

ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.
ღია კატეგორიაში დაითვალა ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.

ღია კატეგორის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და
ფულადი პრიზით, ჩემპიონს ასევე გადაეცა თასი.

  • I ადგილი – ზვიად ქამადაძე (9-დან 7.5 ქულა)
  • II ადგილი – ჟანნი ლაჟევსკაია (9-დან 7.5 ქულა)
  • III ადგილი – თენგიზ დიდმანიძე (9-დან 6.5 ქულა)

ქალთა ნომინაციაში გამარჯვებული დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და ფულადი
პრიზით
.

  • I ადგილი – ქსენია ბოდნარუკ (9-დან 6.5 ქულა)

საუკეთესო შედეგის მქონე ვეტერანი დაჯლდოვდა დიპლომით, მედლითა და
ფულადი პრიზით
.

  • I ადგილი – ბადრი ცხომელიძე (9-დან 4.5 ქულა)

საუკეთესო შედეგის მქონე შშმ პირი დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და
ფულადი პრიზით
.

  • I ადგილი – ანანო გოგონაძე (9-დან 3.5 ქულა)

8, 10 და 12 წლამდე ღია კატეგორიის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდა
დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით, ჩემპიონს ასევე გადაეცა თასი.

8 წლამდე ღია კატეგორიის გამარჯვებული სამეული:

  1. საბა სარჯველაძე (9-დან 9 ქულა)
  2. თევდორე ცინცაძე (9-დან 7 ქულა)
  3. მერაბ ბალაძე (9-დან 6.5 ქულა)

საუკეთესო გოგონა – მილანიკა ლოზოვიჩ (9-დან 6 ქულა)

10 წლამდე ღია კატეგორიის გამარჯვებული სამეული:

  1. ალექსანდრე კალანდაძე (9-დან 8 ქულა)
  2. ილია აბულაძე (9-დან 7 ქულა)
  3. ტიმოფიი სოლდატენკო (9-დან 6.5 ქულა)

საუკეთესო გოგონა – ალინა პასტუშენკო (9-დან 6.5 ქულა)

12 წლამდე ღია კატეგორიის გამარჯვებული სამეული:

  1. იაროსლავ საფირ (9-დან 8 ქულა)
  2. დანიილ ფალალიევ (9-დან 6.5 ქულა)
  3. ნიკოლოზ სარჯველაძე (9-დან 6 ქულა)

საუკეთესო გოგონა – ანეტა ქედელიძე (9-დან 7.5 ქულა)