ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, 8 დეკემბერს სტარტი აიღო საქართველოს ვაჟთა 83-ე ჩემპიონატის პირველმა ლიგამ.
ასპარეზობა იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად, 24 მონაწილეს შორის. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
მეხუტე ტურის შედეგებით ტურნირიში ერთპიროვნულად ლიდერობს ნიკოლოზ ცომაია! ნიკოლოზის აქტივში 5-იდან 4,5 ქულაა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და II-III ადგილებს ინაწილებენ: ლუკა კილაძე და ნიკოლოზ დარსაძე.
მომდევნო ტურში ყურადღების ცენტრში შემდეგი პარტიები იქნება:
- ნიკოლოზ ცომაია – ნიკოლოზ დარსაძე
- ლუკა კილაძე – დანიელი საფაროვი
ტურნირში I-II ადგილზე გასული მოჭადრაკე საქართველოს ვაჟთა 83-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურით დაჯილდოვდება.