საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 13 ოქტომბერს სტარტი აიღო ღია საჭადრაკო ტურნირმა “ჩემპიონთა თასი”.
ღონისძიება ტარდება 2 სხვადასხვა კატეგორიაში, A და B ღია ტურნირად. ორივე კატეგორია იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
დროის კონტროლი:
- A ღია ტურნირში – 90 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
- B ღია ტურნირში – 60 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
ტურნირში 45 მოჭადრაკე ასპარეზობს, მათ შორის A კატეგორიაში არის ჩვენი რეგიონის წარმოადგენელი ლულუ დიასამიძე.