აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 24 სექტემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას მემორიალი გაიმართა.
ტურნირი ჩატარდა ღია და 12 წლამდე კატეგორიაში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: ღია კატეგორიაში იყო 3 წუთი 2 წამის დამატებით, ხოლო 12 წლამდე 5 წუთი 2 წამის დამატებით. ღია კატეგორიაში ითვლებოდა ფიდეს რეიტინგი. ღონისძიებაში ჩართული იყო 57 მოჭადრაკე.
ღია კატეგორიის გამარჯვებულები:
I – თენგიზ დიდმანიძე
II – ალექსანდრე რუხაძე
III – დემეტრე გოგიაშვილი
ქალთა შორის გამარჯვებულები:
I – ქსენია ბოდნარუკ
II – ლულუ დიასამიძე
III – ჟანნი ლაჟენსკაია
12 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:
I – რატი დიასამიძე
II – ალექსანდრე კალანდაძე
III – შოთა დოლიძე
გოგონათა შორის გამარჯვებულები:
I – ნინო ნაკაშიძე
II – არიანა არუთინიანი
III – ნინო ბოლქვაძე
მედალთან, დიპლომთან და თასთან ერთად,12 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ღია ტურნირში გადაეცათ ფულადი ჯილდო.