აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21-28 ივლისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2023” გაიმართება.
ტურნირის ფინანსური მხარდამჭერები:
- ქ. ბათუმის მერია;
- ბათუმის სპორტული ცენტრი;
- აჭარის სპორტის დეპარტამენტი.
ფესტივალი ჩატარდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
- 8 წლამდე ჭაბუკთა შორის (2015წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
- 8 წლამდე გოგონათა შორის (2015წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
- 10 წლამდე ჭაბუკთა შორის (2013წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
- 10 წლამდე გოგონათა შორის (2013წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
- 12 წლამდე ჭაბუკთა შორის (2011წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
- 12 წლამდე გოგონათა შორის (2011წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
- 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის – რეიტინგ ტურნირი (2003წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
სისტემა და კვალიფიკაცია:
ფესტივალი გაიმართება ფიდეს წესებით, ყველა ასკობრივ კატეგორიაში, შვეიცარული ან წრიული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას და დროის კონტროლს განსაზღვრავს ორგანიზატორი.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს ასაკობრივი ცენზის დაცვით.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრს, რომელსაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ ფესტივალში, შესაბამის რეგიონალურ ფედერაციაში გადახდილი უნდა ჰქონდეს ფედერაციის წლიური საწევრო თანხა (24 ლარი).
ფესტივალში მონაწილეობისათვის დავალდებულოა სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგ ბბმულზე:
https://forms.gle/6NqmpFaFTbA8mPTP9
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 19 ივლისის 19:00 საათი.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: მობ: 599 06 94 97, 555 38 75 26
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ფესტივალის განრიგი:
ჩამოსვლის დღე | 21 ივლისი | |
გახსნა | 22 ივლისი | 14:00 |
I | 22 ივლისი | 15:00 |
II | 23 ივლისი | 14:00 |
III | 24 ივლისი | 14:00 |
IV | 25 ივლისი | 14:00 |
ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ”გია მახარაძის თასი” | 25 ივლისი | 17:00 |
V | 26 ივლისი | 14:00 |
VI | 27 ივლისი | 14:00 |
VII | 28 ივლისი | 12:00 |
დახურვა | 28 ივლისი | 16:00 |
დაჯილდოება და პრიზები:
ყველა კატეგორიის გამარჯვებული ხუთეული ვაჟი და გოგონა დაჯილდოვდება დიპლომებით, სამეული – მედლებითა და ჩემპიონებს ასევე გადაეცემა თასი.
8,10 და 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში დამატებით გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.
20 წლამდე კი სპორტული მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები. ასევე, 14 და 16 წლამდე კატეგორიებში გამოიყოფა 1 საუკეთესო ჭაბუკი და გოგონა რომლებიც დაჯილდოვდებიან დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით.
ყოველდღიურად გაიმართება საჭადრაკო ვიქტორინა და დაწესებული იქნება სხვადასხვა სპეციალური პრიზი.
პრიზებისა და საჩუქრების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.
მწვრთნელთა კონკურსი:
მწვრთნელთა კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი, რომ ფესტივალის ასაკობრივ კატეგორიებში თამაშობდეს მისი მინიმუმ 3 მოსწავლე და პედაგოგი იმყოფებოდეს ტურნირზე. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მწვრთნელმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ მე-3 ტურის დაწყებამდე.
ყველა ასაკობრივ კატეგორიაში I-V ადგილზე გასული მოჭადრაკეების მწვრთნელების ქულათა შედეგების შეჯამება მოხდება შემდეგი პრინციპით:
I ადგილი – 10 ქულა
II ადგილი – 8 ქულა
III ადგილი – 6 ქულა
IV ადგილი – 4 ქულა
V ადგილი – 2 ქულა
ქულათა რაოდენობის მიხედვით გამარჯვებული 5 მწვრთნელი დიპლომთან ერთად დაჯილდოვდება ფულადი პრიზებით:
I ადგილი – 300 ლარი
II ადგილი – 250 ლარი
III ადგილი – 200 ლარი
IV ადგილი – 150 ლარი
V ადგილი – 100 ლარი
ღია ბლიც ტურნირი:
” გია მახარაძის თასი”
25 ივნისს, ასევე გაიმართება ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ფესტივალის მონაწილეებთან ერთად შეეძლებათ დელეგაციების თანხმლებ პირებს და ყველა მსურველს. დასაწყისი 17:00 საათი.
ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით 7 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით.
ბლიც ტურნირის პრიზები:
გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება დიპლომითა და მედლით, ჩემპიონი ასევე თასით. ტურნირში ასევე გამოიყოფა საუკეთესო ქალი მოჭადრაკე.
ფულადი ჯილდო:
I ადგილი – 300 ლარი
II ადგილი – 200 ლარი
III ადგილი – 150 ლარი
I ადგილი ქალთა შორის – 150 ლარი
ტურნირში ასევე დაჯილდოვდება საუკეთესო შედეგის მქონე ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელსაც გადაეცემა ფასიანი საჩუქარი.
პრიზების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება, რომელიც გაიმართება 28 ივლისის 16:00 საათზე.
სატურნირო შესატანი 40 ლარი
სატურნირო შესატანის წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს შემდეგ ანგარიშზე:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია
საინდ. კოდი: 245424704 ს.ს “საქართველოს ბანკი”
ანგარიშის № GE95BG 0000 000 363 099 200
ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: საქართველოს დამსახურებული მწვრთელი, ფიდეს არბიტრი ლეონიდ ნეურონოვი