საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 14 ივნისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ქალთა და ვაჟთა ჩემპიონატმა შშმ პირთა შორის.
ტურნირში ითვლება ფიდეს რეიტინგი და ტარდება წრიული სისტემით 7 ტურად.
დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
3 ტურის შედეგები:
დაჯილდოება:
I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებითა და თასით.
ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა ფასიანი სამახსოვრო საჩუქარი.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი – სალომე მელია