აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა კლუბთან ”ნონა”, 1 ივნისს 17:00 საათიდან, საჭადრაკო ვიქტორინა და ამხანაგური გუნდური მატჩები გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს.
ვიქტორინაში გამარჯვებულ პირებს გადაეცემათ ფასიანი სამახსოვრო საჩუქრები.