13-21 მაისს, დურესში (ალბანეთი) ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11, 13, 15 და 17 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.
შეჯიბრება შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობდა. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
ჩემპიონატში ასპარეზობდა 25 ქვეყნის 209 მოჭადრაკე, მათ შორის კი ჩვენი ქვეყნის ღირსებას 19 სპორტსმენი იცავდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მონაგარში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია!
7 წლამდე გოგონათა შორის, 9-დან 7 ქულით ვერცხლის მედლის მფლობელი სოფია ლიმარი გახდა! ამავე კატეგორიაში 9-დან 5.5 ქულით ემილი გოგოლაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
9 წლამდე გოგონათა შორის, 7-დან 6 ქულით ევროპის სასკოლო ჩემპიონის ტიტული მარიამ რეხვიაშვილმა მოიპოვა!
11 წლამდე გოგონათა შორის, 9-დან 7 ქულით ანასტასია ჭიჭინაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა!
13 წლამდე გოგონათა შორის, 7-დან 6 ქულით გამარჯვებული ბათუმელი კესარია მგელაძე გახდა! კესარიას მწვრთნელები არიან საერთაშორისო ოსტატები ნოდარ ლორთქიფანიძე და ნიკოლოზ მანაგაძე.
15 წლამდე ჭაბუკთა შორის, 9-დან 6.5 ქულიტ ვერცხლის მედლის მფლობელი ლუკა კილაძე გახდა!ამავე კატეგორიაში გოგოთა შორის კი 9-დან 6 ქულით ევროპის სასკოლო ჩემპიონატის ტიტული ანასტასია კირთაძემ მოიპოვა!
15 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 6.5 ქულით მარიამ ცეცხლაძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! მარიამის მწვრთნელია საერთაშორისო დიდოსტატი დავით მაღალაშვილი.