საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 13-18 ივნისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის.

მონაწილენი:

  • ჩემპიონატში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები, რომელთაც აქვთ შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული ან წრიული სისტემით 7 ტურად. დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/yWPU1u4EyJgGnUWt6

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 12 ივნისის 18:00 საათი.

საკონტაქტო ელ. ფოსტა: მობ: 599069497

ტურნირის განრიგი:

ტურირიცხვისაათი
ჩამოსვლის დღე13 ივნისი
გახსნა14 ივნისი15:00
I14 ივნისი15:30
II15 ივნისი12:00
III15 ივნისი15:00
IV16 ივნისი12:00
V16 ივნისი15:00
VI17 ივნისი12:00
VII18 ივნისი12:00
დახურვა18 ივნისი14:00

დაჯილდოება:

 I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, ფასიან საჩუქრებთან ერთად დაჯილდოვდებიან  მედლებითა  და დიპლომებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე  თასით.

ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა ფასიანი სამახსოვრო საჩუქარი.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი – სალომე მელია

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე