მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატს 7, 9, 11, 13, 15 და 17 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის 13 – 23 აპრილს საბერძნეთმა უმასპინძლა.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი: 90 წუთს + 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
ჩემპიონატზე მონაწილეობდა 53 ქვეყნის 526 მოჭადრაკე, მათ შორის 10 ქართველი:
აღსანიშნავია, რომ 15 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ანასტასია კირთაძე და ლუკა კილაძე მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ!
ლუკა კილაძის მწვრთნელები არიან საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა და საერთაშორისო ოსტატი დავით ზარქუა. ანასტასია კირთაძის კი საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე.