აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 29-30 აპრილს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში (მის: ლეონიძის 15), IV და V თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება.
ჩატარების სისტემა:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ტურნირის სისტემას, დროის კონტროლს და ტურის დაწყების საათს განსაზღვრავს ორგანიზატორი.
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.
მონაწილენი:
ტურნირში დაიშვებიან საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/cZmxP5fXAhLvqhSH8
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 28 აპრილის 20:00 საათი.
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.
რეგისტრაციაზე და კენჭისყრაზე საკონტაქტო პირია მსაჯი – 558 410904.
ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა: 29 აპრილი, 11:00 სთ.
I-II-III-IV ტური – 29 აპრილი 12:00 საათიდან (I ტური დაიწყება12:00 საათზე, ყოველი მომდევნო კი თითოეული ტურის დასრულების შემდეგ).
V-VI-VII ტური – 30 აპრილი, დასაწყისი 11:00 სთ.
ტურნირის დახურვა: 30 აპრილი, 14:00 სთ.
სატურნირო შესატანი: 10 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200
დაჯილდოება:
1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4,5 და მეტ ქულას მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი.
IV თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას მიენიჭებათ IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.
ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია