5 – 12 ივნისს, ბათუმში მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8, 10,12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.
ინფორმაცია მოწვეული და დამატებითი მოჭადრაკეების შესახებ:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მოზარდ მოჭადრაკეთა სტიმულირების მიზნით:
1. სწრაფ ჭადრაკში საქართველოს 2023 წლის ჩემპიონატებში პირველ ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან (სასტუმრო, სარეგისტრაციო შესატანი და ფიდეს შესატანი) მსოფლიო ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში.
2. ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს 2023 წლის ჩემპიონატებში პირველ ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან(სასტუმრო?, სარეგისტრაციო შესატანი და ფიდეს შესატანი) მსოფლიო ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში.
3. სწრაფ ჭადრაკში საქართველოს 2023 წლის ჩემპიონატებში მე–2 და მე–3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან(სარეგისტრაციო შესატანი და ფიდეს შესატანი) მსოფლიო ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში.
4. ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს 2023 წლის ჩემპიონატებში მე–2 და მე–3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან (სარეგისტრაციო შესატანი და ფიდეს შესატანი) მსოფლიო ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში.
საქართველოს ჩემპიონატებზე პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული მოჭადრაკეები განიხილებიან, როგორც მოწვეული მოჭადრაკეები. მათმა მშობლებმა 20 აპრილამდე წერილობით უნდა დაადასტურონ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა.
მოჭადრაკეები, რომლებსაც არ აქვთ მოწვეულის სტატუსი (ვერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური), განიხილებიან როგორც დამატებითი მოჭადრაკეები:
1. დამატებითმა მოჭადრაკეებმა უნდა შეავსონ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა 2023 წლის 30 აპრილამდე და გააგზავნონ საკონტაქტო პირთან.
2. ორივე ჩემპიონატზე(სწრაფი, ელვისებური) მონაწილე დამატებითმა მოჭადრაკეებმა უნდა ჩარიცხონ საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სარეგისტრაციო და ფიდეს შესატანი 170 ევრო ექვივალენტი ლარში (ეროვნული ბანკის კურსით).
3. თუ მოჭადრაკეს მონაწილეობა სურს მხოლოდ ერთ ჩემპიონატზე (სწრაფი ან ელვისებური) მაშინ უნდა ჩარიცხონ ჩემპიონატის სარეგისტრაციო და ფიდეს შესატანი 85 ევრო ექვივალენტი ლარში (ეროვნული ბანკის კურსით).
გადახდის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილი. გადახდის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი უნდა გადაეგზავნოს საკონტაქტო პირს 2023 წლის 30 აპრილის 18:00 – მდე.
2023 წლის 30 აპრილის 18:00 შემდეგ მოჭადრაკეების რეგისტრაცია სრულად შეწყდება და არანაირი განაცხადი არ მიიღება.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია არ გასცემს სასპონსორო წერილებს დაფინანსების მოთხოვნით.
საკონტაქტო პირი – ალექსანდრე არსენიძე
ტელ: 599 92–96–87; ელ-ფოსტა: