აჭარი მასობრივი სპორტის რეგიონული ფედერაციის ეგიდით, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღეს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის სწრაფ ჭადრაკში 1 დღიანი ტურნირი გაიმართა.
ტურნირი ფიდეს წესებით შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 10 წუთი 5 წამის დამატებით.
ღონისძებაში აჭარის სხვადასხვა რაიონიდან 73 ნორჩი მოჭადრაკე ასპარეზობდა.
გამარჯვებული სამეული ჭაბუკთა შორის:
- გიორგი გოგიაშვილი (მწვრთნელი: ალექსი ტერ-კარაპეტიანი) 7-დან 7 ქულა
- დემეტრე გოგიაშვილი (მწვრთნელი: ალექსი ტერ-კარაპეტიანი) 7-დან 6 ქულა
- ალექსანდრე ვასაძე (მწვრთნელი: ნესტან მახაჭაძე) 7-დან 6 ქულა
გამარჯვებული სამეული გოგონათა შორის:
- ინეზა ართმელაძე (მწვრთნელი: იამზე ბოლქვაძე) 7-დან 5 ქულა
- ლანა დარახველიძე (მწვრთნელი: ნესტან მახაჭაძე) 7-დან 5 ქულა
- ნინო ნაკაშიძე (მწვრთნელი: გიორგი ჭანტურია) 7-დან 5 ქულა
I,II,III ადგილზე გასული ჭაბუკები და გოგონები დაჯილდოვდნენ: მედლით, სიგელით, თასით და ფასიანი საჩუქრებით. ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სერტიფიკატი.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: