აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15-19 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, აჭარის ჩემპიონატები 10,14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.
ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
ტურნირში ფიდე-ს რეიტინგის დათვლა განისაზღვრება მონაწილეთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
მონაწილენი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები აჭარის ყველა რაიონიდან.
- 10 წლამდე შორის – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი;
- 14 წლამდე შორის – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი;
- 18 წლამდე შორის – 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი;
დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა:
https://forms.gle/VDkeKxqJfwk51oB26
ასევე, უნდა გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2023 წლის საწევროს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი ელ. ფოსტაზე – 2023 წლის 14 მარტის 18:00 საათამდე:
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 14 მარტის 18:00 საათი.
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ჩემპიონატში მონაწილეობისთვის აუცილებელია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2023 წლის საწევროს ( 24 ლარი) შეტანა შემდეგ ანგარიშზე საინ. კოდი: 245424704 ს.ს.’’ საქართველოს ბანკი’’, მფო BAGAGE22 ანგარიშის №: GE95BG0000000363099200
ტურნირის განრიგი:
ჩამოსვლის დღე | 14 მარტი | |
ტურნირის გახსნა | 15 მარტი | 12:00 სთ. |
I ტური | 15 მარტი | 13:00 სთ. |
II ტური | 16 მარტი | 12:00 სთ. |
III ტური | 16 მარტი | 15:00 სთ. |
IV ტური | 17 მარტი | 12:00 სთ. |
V ტური | 18 მარტი | 12:00 სთ. |
VI ტური | 18 მარტი | 15:00 სთ. |
VII ტური | 19 მარტი | 12:00 სთ. |
ტურნირის დახურვა | 19 მარტი | 15:00 სთ. |
საერთო წესები:
ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება აჭარის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად აჭარის ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
გამარჯვებულები: – I, II, III საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით, ხოლო აჭარის 10,14,18 წლამდე ასაკის ჩემპიონი ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდება აგრეთვე თასით და მივლინებული იქნება ქ. თბილისში შესაბამისი ასაკის 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატზე.
არასაპატიო მიზეზით ტურნირის მიტოვების შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია