აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 1-5 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის აჭარის ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირები შვეიცარული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით. აღსანიშნავია, რომ სამივე კატეგორიაში ჯამში მონაწილეობდა 90 მოჭადრაკე. 16 წლამდე ასაკში ითვლებოდა ფიდეს რეიტინგი.
8 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:
- საბა სარჯველაძე (მწვრთნელები: დავით მაღალაშვილი, ამირან მალანია /ქობულეთი) 7-დან 7 ქულა.
- გაბრიელ მჟავანაძე (მწვრთნელი- ბაგრატ მჟავანაძე/ქობულეთი) 7-დან 5.5 ქულა.
- დემეტრე მგალობლიშვილი (მწვრთნელი- ბაგრატ მჟავანაძე/ქობულეთი) 7-დან 5.5 ქულა.
8 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:
- ევა სოსელია (მწვრთნელი- ალექსი ტერ-კარაპეტიანი/ბათუმი) 7-დან 5 ქულა.
- მარიამ გოგუაძე (მწვრთნელი- ალექსი ტერ-კარაპეტიანი/ბათუმი) 7-დან 4 ქულა.
- სესილი კვირიკაძე (მწვრთნელი – ნესტან მახაჭაძე/ხელვაჩაური) 7-დან 4 ქულა.
12 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:
- ნუგზარ ასკეროვი (მწვრთნელი- ბადრი ცხომელიძე/ბათუმი) 7-დან 5.5 ქულა.
- შოთა დოლიძე (მწვრთნელ-: ბადრი ბოლქვაძე/ბათუმი) 7-დან 5.5 ქულა.
- ნიკოლოზ სარჯველაძე (მწვრთნელები: დავით მაღალაშვილი, ამირან მალანია/ქობულეთი) 7-დან 5.5 ქულა.
12 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:
- ანეტა ქედელიძე (მწვრთნელი- თენგიზ დიდმანიძე/ბათუმი) 7-დან 6.5 ქულა.
- ნინო ნაკაშიძე (მწვრთნელი- გია ჭანტურია/ბათუმი) 7-დან 4.5 ქულა.
- მეგი ცხვიტავა (მწვრთნელი- თენგიზ დიდმანიძე/ბათუმი) 7-დან 4 ქულა.
16 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:
- გიორგი გოგიაშვილი (მწვრთნელი- ალექსი ტერ-კარაპეტიანი/ბათუმი) 7-დან 5.5 ქულა.
- გიორგი ჭანტურია (მწვრთნელი- მარიკა ჯაფარიძე/ბათუმი) 7-დან 5 ქულა.
- ნიკა დარსალია (მწვრთნელი- ლეონიდ ნეურონოვი/ბათუმი) 7-დან 5 ქულა.
16 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:
- მარიამ კალანდაძე (მწვრთნელი- თენგიზ დიდმანიძე/ბათუმი) 7-დან 6.5 ქულა.
- თიკო ბერაია (მწვრთნელი- თენგიზ დიდმანიძე/ბათუმი) 7-დან 3.5 ქულა.
- ლიზი ვასაძე (მწვრთნელი- ნესტან მახაჭაძე/ხელვაჩაური) 7-დან 3 ქულა.
გამარჯვებულები: – I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით და დიპლომებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე თასით და მივლინებული იქნებიან ქ. თბილისში შესაბამისი ასაკის 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატზე. ასევე, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულ საპრიზო სამეულს საჩუქრად გადაეცათ საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმის www.chesskid.com 1 წლიანი ვაუჩერი.
საქართველოს ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, გაიმართება ქ. თბილისში 28 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით.