1 – 14 თებერვალს, მიუნხენში, ფიდეს ქალთა გრან-პრის მეორე ეტაპის ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა მსოფლიოს საუკეთესო 12 მოჭადრაკე ქალი.
შეჯიბრება წრიული სისტემით 11 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლისთვის +30 წუთი დარჩენილი თამაშისთვის, +30 წამი ყოველ სვლაზე.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის ერთადერთმა ქართველმა მონაწილემ ნანა ძაგნიძემ შესანიშნავად იასპარეზა 11 ტურიანი დისტანცია და 11-დან 6,5 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.
პირველ ადგილზე 11-დან 7,5 ქულით, ფიდეს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კოსტენიუკი გავიდა, ხოლო მეორეზე კი 11-დან 7 ქულით ინდოელი ჰამპი კონერუ.
მიუნხენის შეჯიბრების საბოლოო შედეგი:
ფიდეს ქალთა გრან-პრის სერიის ფარგლებში 4 ეტაპი გაიმართება და აქედან თითოეული მონაწილისთვის სავალდებულოა 3 ეტაპში თამაში.