საკვალიფიკაციო ტურნირები IV და V თანრიგზე

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 17-18 დეკემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში (მის: ლეონიძის 15), IV და V თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება.

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.

რეგისტრაციისთვის მონაწილეებმა უნდა შეავსონ შემდეგი ფორმა    –   https://forms.gle/dh3gACmbpY8mkgA3A

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 16 დეკემბრის 20:00 საათი.

დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.

ტურნირის განრიგი:

    ტურნირის გახსნა: 17 დეკემბერი, 13:30 წთ.

      I-II-III ტური – 17 დეკემბერი, დასაწყისი14:00 საათი.

     IV-V-VI-VII ტური – 18 დეკემბერი, დასაწყისი 14:00 საათი.

სატურნირო შესატანი: 10 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).

     აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’

     ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200

დაჯილდოება:

     – 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და  დიპლომებით.                 –   V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4,5 და მეტ ქულას მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი.      

     – IV თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას მიენიჭებათ IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.         

      ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია

      მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი – ფელიქს მელქონიანი