აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22-23 ოქტომბერს, ქ.ბათუმის სპორტის სასახლეში IV და V სპორტულ თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება.
ტურნირები ჩატარდება შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად.
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული : kMCHmPUrAkT9f8
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 21 ოქტომბრის 20:00 საათი.
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.
სატურნირო შესატანი: 10 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია
ს.ს.”საქართველოს ბანკი” მფო BAGAGE22
საბანკო ანგარიში: GE95BG 0000 000 363 099 200
ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა: 22 ოქტომბერი, 10:45 სთ.
I-II-III ტური – 22 ოქტომბერი, დასაწყისი 11:00 სთ.
IV-V-VI-VII ტური – 23 ოქტომბერი, დასაწყისი 11:00 სთ.
დაჯილდოება:
– 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით. – V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4,5 და მეტ ქულას მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი.
– IV თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას მიენიჭებათ IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია