20 დან – 31 აგვისტოს ჩათვლით, პრაღაში (ჩეხეთი) მიმდინარეობს რიგით 22-ე ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი.
ღონისძიებაში ჩართულია 27 ქვეყნის 125 მოჭადრაკე.
ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით, 11 ტურად იმართება. დროის კონტროლი: 90 წუთი – 40 სვლაზე, შემდგომ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში 7 ქართველი ასპარეზობს, აქედან 2 ბათუმელი სპორტსმენია: ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია.