საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3 – 12 აგვისტოს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – ”კახი ჩიგოგიძის თასი” გაიმართა.
ტურნირი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
ღონისძიებაში მონაწილეობდა 46 მოჭადრაკე. აღსანიშნავია, რომ გოგონათა შორის ასპარეზობდა აჭარის 2 წარმომადგენელი:
- მარიამ ცეცხლაძე (9-დან 5.5 ქულით) მწვრთნელი: დავით მაღალაშვილი
- დეა ბედოშვილი (9-დან 3.5 ქულით) მწვრთნელი: ლეონიდ ნეურონოვი
20 წლამდე ჭაბუკთა შორის ტურნირის გამარჯვებული გახდა ნიკოლოზ პეტრიაშვილი (9-დან 8.5 ქულით), ხოლო გოგონათა შორის – ეკატერინე ფიფია (9-დან 6.5 ქულით).