ქ. ბათუმი, 15-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატს 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის უმასპინძლებს.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მოზარდ მოჭადრაკეთა სტიმულირების მიზნით, 5-5 საუკეთესო შედეგის მქონე, სულ 30 მოჭადრაკე, რომლებმაც 2022 წლის საქართველოს 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ჩემპიონატებზე დაიკავეს II-VI ადგილები, განიხილებიან როგორც მოწვეული მოჭადრაკეები და შესაბამისად, ყოველგვარი შესატანის გარეშე დაშვებული არიან მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატზე შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში. ასევე, 6 მონაწილეს წარადგენს აჭარის ჭადრაკის ფედერაცია.
მოჭადრაკეები, რომლებსაც არ აქვთ მოწვეულის სტატუსი, განიხილებიან როგორც დამატებითი მოჭადრაკეები. დამატებითმა მოჭადრაკეებმა უნდა შეავსონ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა 2022 წლის 15 ივლისამდე და გააგზავნონ საკონტაქტო პირთან, ასევე უნდა ჩარიცხონ საბანკო ანგარიშზე ფიდეს შესატანი – 140 ევრო და ჩემპიონატის სარეგისტრაციო შესატანი – 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (ეროვნული ბანკის კურსით).
გადახდის ბოლო ვადაა 2022 წლის 18 ივლისი. გადახდის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი უნდა გადაეგზავნოს საკონტაქტო პირს 2022 წლის 18 ივლისის 18:00 – მდე.
ღონისძიების განრიგი: