პოლონეთის ქალაქ ლუბლინში, 4-14 ივლისს, სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.
ღონისძიება ჩატარდა ორ კატეგორიად: 50+ და 65+. ორივე კატეგორიაში ევროპის 15 ქვეყნიდან 61 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირები გაიმართა შვეიცარული სისტემით 9 ტურად, დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე, + 30 წუთი დარჩენილი თამაშისთვის, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
ტურნირების საპრიზო ფონდი 6000 ევროს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ სოფიკო ტერელაძემ 9-დან 5.5 ქულით ქალთა შორის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მამაკაცთა შორის კი მეოთხე ადგილი დაიკავა.