აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 11 ივნისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ელვისებურ ჭადრაკში ”გია მახარაძის თასი” გაიმართა.
ჩემპიონატი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, დამატების გარეშე.
გამარჯვებულები 14 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- შოთა ცეცხლაძე (6 ქულით)
- ალექსანდრე კვარაცხელია (5.5 ქულით)
- დემეტრე გოგიაშვილი (5.5 ქულით)
გამარჯვებულები 14 წლამდე გოგონათა შორის:
- მარიამ კალანდაძე (7 ქულით)
- დარახველიძე ანასტასია (4.5 ქულით)
- დარახველიძე ლანა (4 ქულით)
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების საერთო გამარჯვებული და გია მახარაძის სახელობის თასის მფლობელი 7-დან 7 ქულით მარიამ კალანდაძე გახდა!
ტურნირში ასევე დაწესებული იყო პრიზი საუკეთესო მოჭადრაკესთვის ხულოს რაიონიდან, რომლის მფლობელიც 7-დან 5 ქულით გახდა გიგი აბულაძე.
შეჯიბრების ფოტო კოლაჟი: