“გია მახარაძის თასის” გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 11 ივნისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ელვისებურ ჭადრაკში ”გია მახარაძის თასი” გაიმართა.

ჩემპიონატი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, დამატების გარეშე.

გამარჯვებულები 14 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. შოთა ცეცხლაძე (6 ქულით)
  2. ალექსანდრე კვარაცხელია (5.5 ქულით)
  3. დემეტრე გოგიაშვილი (5.5 ქულით)

გამარჯვებულები 14 წლამდე გოგონათა შორის:

  1. მარიამ კალანდაძე (7 ქულით)
  2. დარახველიძე ანასტასია (4.5 ქულით)
  3. დარახველიძე ლანა (4 ქულით)

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების საერთო გამარჯვებული და გია მახარაძის სახელობის თასის მფლობელი 7-დან 7 ქულით მარიამ კალანდაძე გახდა!

ტურნირში ასევე დაწესებული იყო პრიზი საუკეთესო მოჭადრაკესთვის ხულოს რაიონიდან, რომლის მფლობელიც 7-დან 5 ქულით გახდა გიგი აბულაძე.

შეჯიბრების ფოტო კოლაჟი:

საუკეთესო შედეგის მქონე მოჭადრაკე ხულოს რაიონიდან