გია მახარაძის თასი ელვისებურ ჭადრაკში

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 11 ივნისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება ”გია მახარაძის თასი” ელვისებურ ჭადრაკში.

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიულ სისტემით 7 ტურად.

 დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, დამატების გარეშე.

მონაწილენი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები აჭარის ყველა რაიონიდან.

რეგისტრაცია:

მონაწილეებს რეგისტრაციის გავლა შეუძლია შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/Wr5ep4wWE4fTU6QR9

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 11 ივნისის 15:00 საათი.

სატურნირო შესატანი: 10 ლარი.

სატურნირო შესატანის წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს შემდეგ ანგარიშზე:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია
საინდ. კოდი: 245424704 ს.ს.“საქართველოს ბანკი“
ანგარიშის No GE95BG 0000 000 363 099 200

ტურნირის განრიგი:

I ტური – 16:15 სთ. V ტური – 17: 15 სთ.
II ტური – 16:30 სთ. VI ტური – 17: 30 სთ.
III ტური – 16:45 სთ. VII ტური – 18:00 სთ.
IV ტური – 17:00 სთ.

ტურნირის დახურვა 18:30 სთ.

გამარჯვებულები:

I, II, III საპრიზო ადგილზე გასული ჭაბუკები და გოგონები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით, ტურნირის საერთო გამარჯვებულს კი გადაეცემა გია მახარაძის სახელობის თასი.

გია მახარაძის ოჯახის მიერ ტურნირში დაწესებულია პრიზი, რომლის მფლობელიც გახდება
ხულოს რაიონიდან საუკეთესო შედეგის მქონე მოჭადრაკე.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია

მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი ლეონიდ ნეურონოვი