თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 12 ივნისს, 15:00 საათზე ჩატარდება მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდები C კატეგორიის მისანიჭებლად.
მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სრულწლოვან წევრებს, რომელთაც გადახდილი აქვთ:
- 2022 წლის შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (24ლ);
- სალიცენზიო გამოცდის სარეგისტრაციო შესატანი (30ლ) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე – სს “თიბისი ბანკი” საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
საქართველოს საერთაშორისო ონლაინ ჭადრაკის აკადემიის ინიციატივით 1–10 ივნისის ჩათვლით, Zoom-ში იმართება ჭადრაკის მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდაზე გამსვლელთა ონლაინ სემინარი.
სემინარს ჩაატარებს საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი საჭადრაკო კომპოზიციაში დავით გურგენიძე და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი.
სემინარი იმართება: 1, 4, 8 და 10 ივნისს 20:00–დან 21:30 სთ-მდე.
Zoom -ის ბმული: https://us02web.zoom.us/u/kR5CwlR7
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ; T: 599 92–96–87.