ცნობილი საჭადრაკო საიტის ChessKid-ის ორგანიზებით 26 მარტს ახალგაზრდებს შორის ევროპის გუნდური ფესტივალის ერთ-ერთი ჯგუფის მატჩები გაიმართა.
ღონისძიება გაგრძელდება მთელი წლის მანძილზე და გუნდები დაჯგუფებულია რეგიონების მიხედვით. საქართველოს ჯგუფში ასევე მონაწილეობდნენ: თურქეთის, აზერბაიჯანის და ალბანეთის გუნდები. თითო გუნდში წარმოდგენილი იყო 4 მონაწილე (2 ჭაბუკი და 2 გოგონა) 4 ასაკობრივ კატეგორიაში: U8, U10, U12, U14.
საქართველოს გუნდში მონაწილეობას ღებულობდნენ:
მარიამ ცეცხლაძე – U 14
კესარია მგელაძე – U 12
ლუკა ქუნთელია – U 10
რობერტ ჭიღვინაძე – U 8
პირველი მატჩები გაიმართა საქართველოსა და თურქეთს შორის და აზერბაიჯანსა და ალბანეთს შორის, რის შემდეგაც გამარჯვებულები – თურქეთის და ალბანეთის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჯგუფში გამარჯვება მოიპოვა თურქეთის გუნდმა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს დეკემბრის თვეში გასამართ ფინალურ მატჩში, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან ყველა ჯგუფის გამარჯვებული გუნდები.