საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21 თებერვლიდან დაიწყო საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატი 9, 11 და 13 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
8 მარტს დასრულდა ონლაინ გრან-პრის ეტაპი. ასპარეზობა ჩატარდა საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com წრიული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.
აჭარიდან გრან-პრის ეტაპზე გადასული იყო 4 მოჭადრაკე:
- დემეტრე გოგიაშვილი (13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- მარიამ ცეცხლაძე (13 წლამდე გოგონათა შორის)
- ლულუ დიასამიძე (13 წლამდე გოგონათ შორის)
- მარიამ კალანდაძე (13 წლამდე გოგონათ შორის)
ტურნირის დებულების თანახმად, I-IV ადგილზე გასულმა ჭაბუკებმა და გოგონებმა მოიპოვეს საქართველოს სუპერფინალის საგზური. აღსანიშნავია, რომ აჭარის წარმომადგენლებიდან სუპერფინალის საგზური მოიპოვა 3-მა მოჭადრაკემ: მარიამ კალანდაძემ, ლულუ დიასამიძემ და მარიამ ცეცხლაძემ!