აჭარის ჩემპიონატები 10,14,18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

ქ. ბათუმში,11-14 მარტს გაიმართება აჭარის ჩემპიონატები 10,14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირები გაიმართება შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

მონაწილენი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები აჭარის ყველა რაიონიდან,   დაბადებულნი  2004, 2008 და 2012  წლის 1 იანვარს და შემდეგ.    

რეგისტრაცია: მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა  შეავსონ შემდეგი ანკეტა: სარეგისტაციო ბმული  ასევე, უნდა გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის  ფედერაციის  2022 წლის საწევროს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი  2022 წლის  11 მარტის 18.00 საათამდე: ელ-ფოსტა –    საკონტაქტო ნომერი: 599 069497

საქართველოს ჭადრაკის  ფედერაციის  2022  წლის საწევროს  ( 24 ლარი)  შეტანა   უნდა მოხდეს შემდეგ  ანგარიშზე: ს.ს. ”საქართველოს ბანკი’’,   ანგარიშის № GE95BG0000000363099200

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 11 მარტის 18.00 საათი. რეგისტრაციის  ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს  მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

                                                                                        ტურნირის განრიგი:

ტურიდღესაათი
ჩამოსვლის დღე11 მარტი
I     ტური12 მარტი12:00
II    ტური12 მარტი14:00
III   ტური13 მარტი12:00
IV ტური13 მარტი14:00
V    ტური13 მარტი16:00
VI   ტური14 მარტი12:00
VII   ტური14 მარტი14:00
დახურვა14 მარტი16:30

გამარჯვებულები: – I, II, III  საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები, აჭარის  სპორტის  დეპარტამენტისა და აჭარის  ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაჯილდოვდებიან  მედლებით  და დიპლომებით, ხოლო აჭარის  10,14 და18  წლამდე  ასაკის  ჩემპიონი ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდება  აგრეთვე  თასით  და  მივლინებული იქნება   ქ. თბილისში შესაბამისი  ასაკის  2022 წლის  საქართველოს  ჩემპიონატზე.

არასაპატიო მიზეზით ტურნირის მიტოვების შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.         

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია

მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი ლეონიდ ნეურონოვი