საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21 თებერვლიდან დაიწყო საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატი 9, 11 და 13 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ასპარეზობა გაყოფილია 3 ეტაპად: ონლაინ თასი (20-25 თებერვალი); ონლაინ გრან-პრი (4-8 მარტი); სუპერფინალი (15-17 მარტი).
ონლაინ თასი გაიმართა საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.
აჭარიდან მონაწილეობას ღებულობდა 9 მოჭადრაკე:
- გიორგი გოგიაშვილი (13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- გიორგი ჭანტურია (13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- დემეტრე გოგიაშვილი (13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- შოთა ცეცხლაძე (13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ლულუ დიასამიძე (13 წლამდე გოგონათ შორის)
- მარიამ ცეცხლაძე (13 წლამდე გოგონათა შორის)
- მარიამ კალანდაძე (13 წლამდე გოგონათ შორის)
- თიკო ბერაია (13 წლამდე გოგონათა შორის)
- ანეტა ქედელიძე (11 წლამდე გოგონათა შორის)
ტურნირის დებულების თანახმად, I – VIII ადგილზე გასულმა ჭაბუკებმა და გოგონებმა მოიპოვეს საქართველოს ონლაინ გრან-პრის საგზური. აღსანიშნავია, რომ აჭარის წარმომადგენლებიდან ონლაინ გრან-პრის საგზური მოიპოვა 4-მა მოჭადრაკემ: დემეტრე გოგიაშვილმა, მარიამ ცეცხლაძემ, ლულუ დიასამიძემ და მარიამ კალანდაძემ!