ქ. ბათუმში, 2-6 მარტს გაიმართება აჭარის ჩემპიონატები 8,12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ტურნირები გაიმართება შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.
მონაწილენი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები აჭარის ყველა რაიონიდან, დაბადებულნი 2006, 2010 და 2014 წლის 1 იანვარს და შემდეგ.
რეგისტრაცია: მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: სარეგისტაციო ბმული ასევე, უნდა გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2022 წლის საწევროს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2022 წლის 2 მარტის 18.00 საათამდე: ელ-ფოსტა – საკონტაქტო ნომერი: 599 069497
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2022 წლის საწევროს ( 24 ლარი) შეტანა უნდა მოხდეს შემდეგ ანგარიშზე: ს.ს. ”საქართველოს ბანკი’’, ანგარიშის № GE95BG0000000363099200
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 მარტის 18.00 საათი. რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ტურნირის განრიგი:
ტური | დღე | საათი |
ჩამოსვლის დღე | 2 მარტი | |
I ტური | 3 მარტი | 12:00 |
II ტური | 3 მარტი | 14:00 |
III ტური | 4 მარტი | 12:00 |
IV ტური | 4 მარტი | 14:00 |
V ტური | 5 მარტი | 12:00 |
VI ტური | 5 მარტი | 14:00 |
VII ტური | 6 მარტი | 12:00 |
დახურვა | 6 მარტი | 14:30 |
გამარჯვებულები: – I, II, III საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით, ხოლო აჭარის 8,12 და16 წლამდე ასაკის ჩემპიონი ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდება აგრეთვე თასით და მივლინებული იქნება ქ. თბილისში შესაბამისი ასაკის 2022 წლის საქართველოს ჩემპიონატზე.
არასაპატიო მიზეზით ტურნირის მიტოვების შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.
კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.
პანდემიური ვითარების შესაბამისად ორგანიზატორმა შეიძლება მოითხოვოს ‘’კოვიდ 19-ის’’
ინფექციაზე ჩატარებული ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის პასუხი, რის შესახებ მონაწილეებს ეცნობებათ დამატებით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი ლეონიდ ნეურონოვი