საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, 13 – 22 დეკემბერს საქართველოს ვაჟთა 81-ე და ქალთა 79-ე ჩემპიონატების I ლიგა გაიმართა.
ტურნირები ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
აღსანიშნავია ვაჟთა შორის ბათუმელი მოჭადრაკეების წარმატებული თამაში. ნოდარ ლორთქიფანიძე 9-დან 7 ქულით ტურნირის ერთპიროვნული გამარჯვებული გახდა, ირაკლი ახვლედიანი კი 9-დან 6.5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა! ორივე სპორტსმენმა უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს.
ქალთა შორის მირანდა მიქაძე 5-ე ადგილზე გავიდა, კესარია მგელაძე კი 8-ზე.