სლოვენიის საკურორტო ქალაქ ჩატეჟში, 11-დან 22 ნოემბრის ჩათვლით ქალთა და ვაჟთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატები ტარდება.
ღია კატეგორიაში მონაწილეობს 39 გუნდი, ქალთა შორის კი – 31.
მოთამაშეთა და გუნდების საწყისი რეიტინგ სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ევროპის გუნდური ჩემპიონატის რეიტინგ ფავორიტები არიან: რუსეთი (მოთამაშეთა საშუალო რეიტინგი 2720), აზერბაიჯანი (მოთამაშეთა საშუალო რეიტინგი 2717), საფრანგეთი (მოთამაშეთა საშუალო რეიტინგი 2708), პოლონეთი (მოთამაშეთა საშუალო რეიტინგი 2678) და ინგლისი (მოთამაშეთა საშუალო რეიტინგი 2671).
ევროპის ქალთა გუნდური ჩემპიონატის რეიტინგ ფავორიტები არიან: რუსეთი (მოთამაშეთა საშუალო რეიტინგი 2538), საქართველო (მოთამაშეთა საშუალო რეიტინგი 2446), პოლონეთი (მოთამაშეთა საშუალო რეიტინგი 2410), უკრაინა (მოთამაშეთა საშუალო რეიტინგი 2400) და აზერბაიჯანი (მოთამაშეთა საშუალო რეიტინგი 2383).
ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი – პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
საქართველოს ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
ტურნირის განრიგი:
Date | Time | Event |
November 11 | Arrival | |
November 11 | Mandatory covid testing for all participants | |
November 11 | 20:00 | VIP Opening Ceremony |
November 11 | 22:00 | Technical Meeting |
November 12 | 14:30 | Opening Ceremony |
November 12 | 15:00 | Round 1 |
November 13 | 15:00 | Round 2 |
November 14 | 15:00 | Round 3 |
November 15 | 15:00 | Round 4 |
November 16 | 15:00 | Round 5 |
November 17 | Mandatory covid testing for all participants | |
November 18 | 15:00 | Round 6 |
November 19 | 15:00 | Round 7 |
November 20 | 15:00 | Round 8 |
November 21 | 15:00 | Round 9 |
November 21 | 21:30 | Closing Ceremony |
November 22 | Departure |
VI ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრები II ადგილზე იმყოფება, ვაჟები კი VII ადგილს იყოფენ.