FIDE -ს ორგანიზებით, 20 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით, ონლაინ საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა ქვეყნის 155 გუნდი და 1500-ზე მეტი მოჭადრაკე!
ღონისძიება შედგებოდა ორი ძირითადი ეტაპისგან: “დივიზიონის ეტაპი” და “Play-off-ის” ეტაპი.
თითოეული გუნდი შედგებოდა 12 მოთამაშისგან, 6 ძირითადი და 6 სათადარიგო.
- 2 ვაჟი
- 2 ქალი
- 1 ჭაბუკი (20 წლამდე)
- 1 გოგონა (20 წლამდე)
ყველა მონაწილე გუნდი დაიყო 4 დივიზიონად.
საქართველოს გუნდი ტურნირში ჩაება A დივიზიონიდან, სადაც სამწუხაროდ ”Play-off-ის” ეტაპზე გადასასვლელი ქულები ვერ მოაგროვეს და გამოეთიშნენ თამაშს.
საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ:
გუნდს კაპიტნობდა – საერთაშორისო დიდოსტატი ვალერი გაფრინდაშვილი.