რუმინეთის ქალაქ იასში, 9 აგვისტოდან სტარტი აიღო ევროპის ქალთა ჩემპიონატმა ჭადრაკში.
შეჯიბრი ჩატარდება 11 ტურად შვეიცარიული სისტემით, დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი დარჩენილი თამაშისთვის, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 29 ქვეყნის 117 მოჭადრაკე, რომელთა შორის სასტარტო რეიტინგ სიაში პირველი სამეული ქართველებმა დაიკავეს: ნინო ბაციაშვილი (GEO, 2491), ლელა ჯავახიშვილი (GEO, 2473), ბელა ხოტენაშვილი (GEO, 2463).
საქართველოდან მონაწილეობას იღებენ:
- ნინო ბაციაშვილი (2487)
- ბელა ხოტენაშვილი (2471)
- ლელა ჯავახიშვილი (2470)
- მერი არაბიძე (2438)
- ნია დონღვანი (1902)
დაჯილდოება:
ღონისძიების საერთო საპრიზო ფონდია 60,000 ევრო.