აჭარის ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21-25 ივლისს, ქ. ბათუმის ჭადრაკის ყოფილ სასახლეში ‘’კაისა’’ სტარტს იღებს აჭარის ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის.

ტურნირი გაიმართება 7 ტურად. დროის კონტროლი: 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

მონაწილენი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები აჭარის ყველა რაიონიდან.

რეგისტრაცია: მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: სარეგისტრაციო ბმული

საკონტაქტო ელ-ფოსტა: ტელ: 599 069497

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 21 ივლისის 20:00 საათი.

ჩემპიონატში მონაწილეობისთვის მონაწილეს გადახდილი უნდა ჰქონდეს საქართველოს
ჭადრაკის ფედერაციის 2021 წლის საწევრო ( 24 ლარი) შემდეგ ანგარიშზე: ს.ს
საქართველოს , მფო BAGAGE22 GE95BG 0000 000 3630 99200

ტურნირის განრიგი:

ტურიდღედრო
I ტური22 ივლისი15:00
II ტური22 ივლისი17:00
III ტური23 ივლისი14:00
IV ტური23 ივლისი16:00
V ტური24 ივლისი14:00
VI ტური24 ივლისი16:00
VII ტური25 ივლისი15:00
დახურვა25 ივლისი

საერთო წესები:
ტურის დაწყებიდან 15 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება. პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

გამარჯვებულები:

I, II, III საპრიზო ადგილზე გასულები, როგორც ვაჟებში ასევე ქალებში, დაჯილდოვდებიან
მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ჩემპიონი აგრეთვე
დაჯილდოვდება თასით.

ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები.

კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამომდინარე, მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა
ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ‘’კოვიდ 19-ის’’ ტესტის გაკეთების საბუთი, ან ჩაიტარონ ის
21 ივლისს 17:00-დან 20:00 საათამდე სატურნირო დარბაზთან ‘’კაისას’’ შენობაში, რომელიც
იქნება ორგანიზებული (უსასყიდლოდ) ტურნირის ორგანიზატორის მიერ.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია