საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 12-22 ივნისს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა გაიმართა.
ტურნირი მიმდინარეობდა წრიული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი სვლიდან ბოლომდე კი ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონის ტიტული უკვე მესამედ ბელა ხოტენაშვილმა მოიპოვა!
მეორე ადგილზე გავიდა მერი არაბიძე, მესამეზე კი ბათუმელი ნინო ბაციაშვილი.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდა საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად, ასევე გადაეცა თასი.
- I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეებს გადაეცათ მედლები და დიპლომები, ასევე დაფინანსდებიან 2021 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე და დაიშვებიან 2022 წლის საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
- I-IX ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით.