გია მახარაძის თასი ელვისებურ ჭადრაკში

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 12-13 ივნისს ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის ჭადრაკის დარბაზში სტარტს აიღებს “გია მახარაძის თასი” ელვისებურ ჭადრაკში, რომელიც ჩატარდება ორი ტურნირის სახით: 8-დან 12 წლამდე და 14-დან 18 წლამდე ჭაბუკებსა და გოგონებს შორის.

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ ჭაბუკებსა და გოგონებს აჭარის ყველა რაიონიდან.

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ჩემპიონატი ტარდება ფიდეს წესებით;
  • შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად;
  • ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე;
  • 8-დან 12 წლამდე და 14-დან 18 წლამდე ჭაბუკები და გოგონები ითამაშებენ ერთობლივ ტურნირს.

რეგისტრაცია:

მონაწილეებს რეგისტრაციის გავლა შეუძლია სათამაშო დარბაზში ტურნირის დაწყებამდე
30 წუთით ადრე:

  • 8-12 წლამდე ჭაბუკებსა და გოგონებს – 12 ივნისის 13:30 საათამდე;
  • 14-18 წლამდე ჭაბუკებსა და გოგონებს -13 ივნისის 13:30 საათამდე.

ტურნირის განრიგი:

  • 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის პარტიები გაიმართება 12 ივნისს 14:00 საათიდან;
  • 14-18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის პარტიები გაიმართება 13 ივნისს 14:00 საათიდან.

გამარჯვებულები:

12 და 18 წლამდე I, II, III საპრიზო ადგილზე გასული ჭაბუკები და გოგონები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით, კატეგორიების საერთო გამარჯვებულს კი გადაეცემა გია მახარაძის სახელობის თასი და ფასიანი საჩუქრები.

გია მახარაძის ოჯახის მიერ ტურნირში დაწესებულია პრიზი, რომლის მფლობელიც გახდება ხულოს რაიონიდან საუკეთესო შედეგის მქონე მოჭადრაკე.

არასაპატიო მიზეზით ტურნირის მიტოვების შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირებული
იქნება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.
კოვიდ 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, და მსაჯთა
ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.