საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, საჭადრაკო პლატფორმაზე ternelo.com, 2-11 ივნისს მიმდინარეობს საქართველოს ონლაინ ჩემპიონატები 10 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის .
ტურნირები ტარდება 9 ტურად, შვეიცარული სისტემით. დროის კონტორლი: 25 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 5 წამის დამატებით.
შეჯიბრებაში წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 181 სპორტსმენი. აჭარიდან მონაწილეობს 15 მოჭადრაკე.
2 ტურის შემდეგ ჩვენებურების მონაგარშია:
- ლულუ დიასამიძე – 2
- ანეტა ქედელიძე – 2
- ანასტასია ბასილაძე – 1.5
- შოთა დოლიძე – 1
- საბა სარჯველაძე – 1
- კონსტანტინე ლორთქიფანიძე – 1
- მარიამ ცეცხლაძე – 1
- კესარია მგელაძე – 1
- მარიამ კალანდაძე – 1
- ჟღენტი ნინო – 0.5
- ეკატერინე ცივაძე – 0
- გიორგი გოგიაშვილი – 0
- ირაკლი ყურშუბაძე – 0
- დემეტრე გოგიაშვილი – 0
- ლანა გობაძე – 0
გამარჯვებულები:
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები, დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 300 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით, ასევე გადაეცემათ რაპიდში ფიდეს ონლაინ მსოფლიო თასის საგზური.
II ადგილზე გასული მოჭადრაკეები, დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით, ასევე გადაეცემათ რაპიდში ევროპის ონლაინ ჩემპიონატის საგზური.
III ადგილზე გასული მოჭადრაკეები, დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 100 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.