საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 6-15 მაისს, 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირი მიმდინარეობდა საჭადრაკო პლატფორმაზე ternelo.com.
შეჯიბრებაში წარმოდგენილი იყო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 106 სპორტსმენი. აჭარიდან მონაწილეობდა 12 მოჭადრაკე. ასპარეზობა გაიმართა 18 წლამდე გოგონათა შორის წრიული, ხოლო სხვა კატეგორიებში შვეიცარული სისტემით. დროის კონტორლი: 25 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 5 წამის დამატებით.
14 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 6.5 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა ქობულეთელი ლულუ დიასამიძე! მწვრთნელი – ჯამბულ მახარაძე.
ლულუმ მედალთან ერთად ევროპის ონლაინ ჩემპიონატის საგზური და დაფინანსება მოიპოვა.