22-28 აპრილს, ბათუმის სასპორტო სკოლის ჭადრაკის დარბაზში გაიმართება აჭარის ჩემპიონატები 10,14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ტურნირები გაიმართება 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.
მონაწილენი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები აჭარის ყველა რაიონიდან, დაბადებულნი 2003, 2007 და 2011 წლის 1 იანვარს და შემდეგ.
რეგისტრაცია: მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: https://forms.gle/4iieWbS1msW3pe239 ასევე, უნდა გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2021 წლის საწევროს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2021 წლის 21 აპრილის 18.00 საათამდე: ელ-ფოსტა – საკონტაქტო ნომერი: 599 069497
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 აპრილის 18.00 საათი. რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ჩემპიონატში მონაწილეობისთვის აუცილებელია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2021 წლის საწევროს ( 24 ლარი) შეტანა შემდეგ ანგარიშზე: ს.ს. ”საქართველოს ბანკი’’, ანგარიშის № GE95BG0000000363099200
ტურნირის განრიგი:
ტური | დღე | დრო |
I ტური | 22 აპრილი | დანიშვნით |
II ტური | 23 აპრილი | |
III ტური | 24 აპრილი | |
IV ტური | 25 აპრილი | |
V ტური | 26 აპრილი | |
VI ტური | 27 აპრილი | |
VII ტური | 28 აპრილი |
მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, სამივე ასაკობრივი კატეგორიის პარტიის დაწყების დრო
გადაწყდება სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ და გამოქვეყნდება 21 აპრილის 22:00-
საათამდე ფედერაციის ვებ-გვერდზე – www.acf.ge
გამარჯვებულები: – I, II, III საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით, ხოლო აჭარის 10,14,18 წლამდე ასაკის ჩემპიონი ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდება აგრეთვე თასით და მივლინებული იქნება ქ. თბილისში შესაბამისი ასაკის 2021 წლის საქართველოს ჩემპიონატზე.
არასაპატიო მიზეზით ტურნირის მიტოვების შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.
კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.
პანდემიური ვითარების შესაბამისად ორგანიზატორმა შეიძლება მოითხოვოს ‘’კოვიდ 19-ის’’
ინფექციაზე ჩატარებული ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის პასუხი, რის შესახებ მონაწილეებს ეცნობებათ დამატებით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია