საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 19-29 აპრილის ჩათვლით თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა.

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:

  1. საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის 1-3 პრიზიორებს;
  2. საქართველოს 2019 წლის ვაჟთა ეროვნული I ნაკრების წევრებს;
  3. საქართველოს 2020 წლის ჩემპიონს 20 წლამდე ჭაბუკთა შორის;
  4. I ლიგის საუკეთესო 1-3 მოჭადრაკეს;

უმაღლესი ლიგის ვაკანტური ადგილები შეივსება საუკეთესო აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით (2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით);

უმაღლესი ლიგის მონაწილეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ არაუგვიანეს 2021 წლის 1 აპრილისა.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი გაიმართება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით, 10 მონაწილეს შორის.

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

ტურნირის განრიგი:

ტურიდღესაათი
ტექნიკური შეხვედრა19 აპრილი15.00
გახსნა20 აპრილი13.30
I ტური20 აპრილი14.00
II ტური21 აპრილი14.00
III ტური 22 აპრილი14.00
IV ტური23 აპრილი14.00
V ტური24 აპრილი14.00
დასვენების დღე25 აპრილი 
VI ტური26 აპრილი14.00
VII ტური27 აპრილი14.00
VIII ტური28 აპრილი14.00
IX ტური29 აპრილი14.00
დახურვა29 აპრილი

გამარჯვებულები:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;
  • I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2021 წლის ევროპის  ვაჟთა ჩემპიონატზე იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონატი ჩატარდება 2021 წლის განმავლობაში;
  • I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2022 წლის საქართველოს ვაჟთა  81-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
  • I-VIII ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2021 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ევროპის კონტინენტალურ ჰიბრიდულ ტურნირში.

დაჯილდოება:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით;
  • I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით;
  • I-VIII ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

საპრიზო ფონდი: 25000 ლარი.

ადგილიპრიზი
I8000 ლარი
II6000 ლარი
III4000 ლარი
IV2700 ლარი
V1800 ლარი
VI1200 ლარი
VII800 ლარი
VIII500 ლარი

პრიზები არ იყოფა. ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.  

საერთო წესები:

ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ.მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების #10. 20/01/2014 წ.შესაბამისად (იხ. დანართი 2).

ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის  ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

მონაწილეების ვალდებულებები:

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 3 -ით.

დაესწრონ ტურნირთან დაკავშირებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას, მათ შორის  ტექნიკურ შეხვედრას და  გახსნა-დახურვის ცერემონიას.

მონაწილე ვალდებულია დაექვემდებაროს ”Anti-Cheating” შემოწმებას.

მედია აქტივობები: ტექნიკური შეხვედრის დღეს და  ყოველი პარტიის შემდეგ, ტურნირის მონაწილეები ვალდებულნი არიან  დაუყოვნებლივ დააკმაყოფილონ ორგანიზატორის მოთხოვნა და მიიღონ  მონაწილეობა მოკლე ინტერვიუებში.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – სალომე სირაძე