საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 2-4 აპრილს, საჭადრაკო პლატფორმაზე ternelo.com გაიმართა საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის.

ღონისძიების გამარჯვებული, უკვე მეორედ, იმერეთის წარმოამდგენელი ლერი ტალიკაძე გახდა!

ტურნირში წარმოდგენილი იყვნენ სპორტსმენები როგორც დედაქალაქიდან, ასევე აჭარიდან და იმერეთიდან.

სისტემა და კვალიფიკაცია:

შეჯიბრება გაიმართა წრიული სისტემით 5 ტურად.

დროის კონტროლი: 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.

გამარჯვებულები:

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ ელექტრონული დიპლომებით.

სამართლიანი თამაშის წესების დაცვა:

ჩემპიონატის მსვლელობის დროს პარტიების მონიტორინგს სამართლიანი თამაშის წესების დაცვაზე ახორციელებდა ღონისძიების სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იყო ქართველი და უცხოელი კვალიფიციური სპეციალისტებით;

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე

სააპელაციო კომიტეტის თავმჯდომარე: საერთაშორისო დიდოსტატი – სალომე მელია