აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 25 მარტის 11:00 საათიდან, ბათუმის სასპორტო სკოლის ჭადრაკის დარბაზში (მის: გორგილაძის 91) გაიმართება სემინარი მწვრთნელებისათვის. სემინარს ჩაატარებს ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილია კაკუშაძე.
ლექციის შემდეგ, ყველა დაინტერესებული პედაგოგისთვის ორგანიზებული იქნება ძვირადღირებული საჭადრაკო პროგრამების ჩაწერა. მსურველებმა თან უნდა იქონიონ ნოუთბუქი და მინიმუმ 8 გბ-იანი მეხსიერების ბარათი.
სემინარზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: https://forms.gle/NudbqFidT9fKBkzr7