აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 20 მარტს, ქ.ბათუმის სასპორტო სკოლის დარბაზში დაიწყო აჭარის ჩემპიონატები 8,12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის!
ტურნირები მიმდინარეობს შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტორლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.
ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, როგორც ჭაბუკთა, ასევე გოგონათა შორის, საუკეთესო სამეული დაჯილდოვდება: მედლებით და დიპლომებით, ხოლო აჭარის 8,12,16 წლამდე ასაკის ჩემპიონი ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდება აგრეთვე თასით და მივლინებული იქნება ქ. თბილისში შესაბამისი ასაკის მოჭადრაკეთა საქართველოს ჩემპიონატზე.
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ტურნირის დაწყებამდე, მონაწილეებს და მსაჯებს ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება “კოვიდ 19” – ზე, ასევე სათამაშო სივრცეში უზრუნველყოფილია: დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარი, პირბადე და თერმო სკრინინგის კონტროლი. ყოველი ტურის დასრულების შემდეგ ტარდება საჭადრაკო ინვენტარის (ფიგურები, დაფა, საათი), მაგიდების და კარებების სახელურების დეზინფიცირება;