”ნონა გაფრინდაშვილის თასი-2020″

“ნონა გაფრინდაშვილის თასი-2020” ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ონლაინ სივრცეში გაიმართება. 3-15 ნოემბერი, საჭადრაკო პლატფორმა www.tornelo.com

ტურნირები:
1.  ღია ტურნირი (I ეტაპი, II ეტაპი, ფინალი);
2.  ქალთა ტურნირი (I ეტაპი, II ეტაპი, ფინალი).

თამაშის წესები:
დროის კონტროლი: 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით. I და II ეტაპის ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. ფინალური ტურნირები ოლიმპიური სისტემით.

ტურნირში მონაწილეობა:

1. ღია ტურნირის I ეტაპზე მონაწილეობა შეუძლიათ 2000< ფიდეს რეტინგის (სტანდარტი) მქონე მოჭადრაკეებს;

2. ღია ტურნირის II ეტაპზე მონაწილეობა შეუძლიათ 2001>  ფიდეს რეტინგის (სტანდარტი) მქონე და  I ეტაპზე 1-20 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს;

3. ღია ტურნირის ფინალში მონაწილეობა შეუძლიათ II ეტაპზე 1-16 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს;

4. ქალთა ტურნირის I ეტაპზე მონაწილეობა შეუძლიათ 1900< ფიდეს რეტინგის (სტანდარტი) მქონე მოჭადრაკეებს;

5. ქალთა ტურნირის II ეტაპზე მონაწილეობა შეუძლიათ 1901>  ფიდეს რეტინგის (სტანდარტი) მქონე და  I ეტაპზე 1-15 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს;

6. ქალთა ტურნირის ფინალში მონაწილეობა შეუძლიათ II ეტაპზე 1-16 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს;

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: 1. I და II ეტაპის ტურნირების მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა გადმოაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (თან ერთვის), პირადობის მოწმობის ასლი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის  1 ნოემბრის 18.00 საათამდე: ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა –   მობ:  558 11 86 83 ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე – https://forms.gle/Q6LKyLNh4VWQJWf29 საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “თიბისი ბანკი” საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL   საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22. რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2020 წლის 1 ნოემბრის 18.00 საათი. 2. სატურნირო შესატანი: I და II ეტაპის ტურნირებში – 50 ლარი; საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანისგან; მოჭადრაკე სატურნირო შესატანს იხდის მხოლოდ ერთ-ერთ ეტაპზე მონაწილეობისათვის. (მომდევნო ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში აღარ იხდის)

ღია და ქალთა ტურნირების განრიგი:  I და II ეტაპის ტურნირები:

ტური I ეტაპი II ეტაპი
ვებინარი და ტესტ ტურნირი 3 ნოემბერი15:007 ნოემბერი15:00
გახსნა4 ნოემბერი13:50 8 ნოემბერი13:50
I ტური4 ნოემბერი14:008 ნოემბერი14:00
II  ტური4 ნოემბერი15:308 ნოემბერი15:30
III ტური4 ნოემბერი17:008 ნოემბერი17:00
IV  ტური5 ნოემბერი14:009 ნოემბერი14:00
V  ტური5 ნოემბერი15:309 ნოემბერი15:30
VI  ტური5 ნოემბერი17:009 ნოემბერი17:00
VII  ტური6 ნოემბერი14:0010ნოემბერი14:00
VIII ტური6ნოემბერი15:3010ნოემბერი15:30
IX  ტური6ნოემბერი17:0010ნოემბერი17:00
დახურვა6ნოემბერი18:3010ნოემბერი18:30

ფინალური ტურნირები:

ტურიდღესაათი
გახსნა12 ნოემბერი13:50
მე-8 ფინალი      I ტური12 ნოემბერი14:00
II ტური12 ნოემბერი15:30
თაი-ბრეიქი12 ნოემბერი17:00
მე-4 ფინალი      I ტური13 ნოემბერი14:00
II ტური13 ნოემბერი15:30
თაი-ბრეიქი13 ნოემბერი17:00
ნახევარფინალი I-IV და V-VIII ადგილი      I ტური14 ნოემბერი14:00
II ტური14 ნოემბერი15:30
თაი-ბრეიქი14 ნოემბერი17:00
ფინალი I-II, III-IV, V-VI, VII-VIII ადგილი   I ტური15 ნოემბერი14:00
II ტური15 ნოემბერი15:30
თაი-ბრეიქი, დახურვა15 ნოემბერი17:00

ორგანიზატორი უფლებამოსილია, ტურნირის დაწყების დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება
მოახდინოს.

ტურნირებში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომებით და ფულადი  პრიზებით; 

საპრიზო ფონდი – 45 000 ლარი:

ადგილიI ეტაპიII ეტაპიფინალი
I100016003500
II80014002600
III60011002100
IV4008001900
V3007001700
VI2006001500
VII1005001300
VIII 4001100
U16 – I230  
U14 – I190  
U12 – I180  

 ქალთა ტურნირები:

ადგილიI ეტაპიII ეტაპიფინალი
I60010002700
II4008002200
III3006001900
IV2004001600
V1003001400
VI 2001200
VII 1001000
VIII  800
U16 – I150  
U14 – I130  
U12 – I120  

ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად;

თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა. მონაწილეს გადაეცემა მხოლოდ ერთი უდიდესი პრიზი;

პრიზების მისაღებად სავალდებულოა პირადობის მოწმობის და საბანკო რეკვიზიტების გადაგზავნა   16 ნოემბრის 18:00 საათამდე  -ელ-ფოსტაზე –   მობ:  558 11 86 83 ნატა ალავიძე.

საერთო წესები:

ტურის დაწყებიდან 25 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია  სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.

ჩემპიონატში დაიშვებიან მხოლოდ ის მოჭადრაკეები რომლებიც ტურნირის მსვლელობის დროს,  საკუთარი სახელი და გვარით სრულად ჩაერთვებიან ვიდეო ჯგუფში Zoom – ის მეშვეობით.მოჭადრაკეები Zoom -ში უნდა ჩაერთონ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom – ის ვიდეო გამოსახულება მაქსიმალურად უნდა იყოს  მიახლოვებული ფოტოზე     აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ უნდა ჩანდეს მოჭადრაკე,კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom – ის   საშუალებით დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე.

არცერთი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში გარდა მონაწილის კომპიუტერისა და Zoom -ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი).

მოჭადრაკე მიიღებს დისკვალიფიკაციას თუ აღმოჩნდება, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს ისარგებლა კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით;

მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება სხვა პირი.

კომპიუტერი რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს: უნდა იყოს გამორთული ნებისმიერი აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე გვერდი გარდა Zoom – ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა.

პარტიების მსვლელობაზე განხორციელდება დაკვირვება მსაჯთა კოლეგიის მიერ;

მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის წყვეტის შემთხვევაში ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული დროიდან.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის გლობალური პრობლემების გამო მთავარ მსაჯს აქვს უფლება გადადოს ერთი ან რამოდენიმე პარტია. ასევე აუცილებლობის შემთხვევაში, მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ტურის გადადება.

ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 10 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სააპელაციო კომიტეტი განიხილავს პატიოსანი თამაშის წესების დარღვევის (კომპიუტერული   პროგრამების გამოყენების) შესახებ პროტესტებს.

ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.