საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com 9 აგვისტოს გაიმართა მაია ჩიბურდანიძის თასის II ეტაპის გათამაშება.
მონაწილეების მონიტორინგი ხდებოდა პროგრამა ზუმის მეშვეობით. ტურნირის დებულების თანახმად, მონაწილე, რომელიც არ იქნებოდა ზუმში ჩართული, საპრიზო ხუთეულში გასვლის შემთხვევაში ვერ მიიღებდა პრიზს. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით.
ტურნირის გამარჯვებული გახდა გიგა ყუფარაძე! მეორე ადგილზე გავიდა ზაზა ხოფერია, III-VI ადგილები კი გაიყვეს და კოეფიციენტით შემდეგნაერად გადანაწილდნენ: III- ნოდარ ლორთქიფანიძე, IV-სოფიო ნიკოლაძე, V- სალომე მელია და VI-ნინო ბაციაშვილი.
ტურნირის დებულების თანახმად, რადგან II ადგილზე გასული ზაზა ხოფერია არ იყო ჩართული პროგრამა ზუმში, ყველა მონაწილემ 1 ადგილით წინ წაიწია და შესაბამისად საპრიზო ხუთეულის პრიზი პირველ 6 ადგილზე გასულებს ერგოთ.
შემდეგი ეტაპები გაიმართება:
– III ტურნირი – 23 აგვისტო, 14.30სთ
– IV ტურნირი – 6 სექტემბერი, 14.30სთ
– V ტურნირი – ნახევარფინალური და ფინალური მატჩები მაია ჩიბურდანიძის თასზე – 13 სექტემბერი, 14.30სთ
ონლაინ-ტურნირებში დაიშვება ნებისმიერი მოჭადრაკე, რომელთა რეიტინგი აღემატება 2000-ს პუნქტს და ვინც გაწევრიანებული იქნება chess.com-ზე არსებულ ჯგუფში ‘Maya Chiburdanidze Club’. https://www.chess.com/club/maya-chiburdanidze-club/join