საჭადრაკო ვიქტორინა

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდზე იწყება საჭადრაკო ვიქტორინის გათამაშება!

1 ივნისიდან, ყოველ დღე, 20:00 საათზე, დაიდება სამი შეკითხვა, ვინც პირველი უპასუხებს დაერიცხება 3 ქულა, მეორეს – 2, მესამეს – 1. ვიქტორინა გაგრძელდება ერთი თვის მანძილზე და გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაგროვილი ქულების მიხედვით.

ქულების შესაბამისად დაჯილდოვდება კვირის საუკეთესო მონაწილე და თვის საუკეთესო სამეული.

ძველ კითხვებს თავისივე სწორი პასუხებით ნახავთ ვიქტორინის არქივში, ”პარტნიორების” სვეტის ქვემოთ.

საჩუქრები: საჭადრაკო ლიტერატურა და სუვენირები.

იაქტიურეთ და გაიმარჯვეთ!